კონცეპტუალურმა მაღაზია IERI Store-მა და “ვოლვო ქარ საქართველომ” საინტერესო კოლაბორაციული პროექტი წარადგინეს. “Tales of the Silk Road” – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც აერთიანებს როგორც Volvo-ს ავტომანქანების, ისე IERI Store-ში შემოთავაზებულ კოლექციებს. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ვიზუალები ყაყაჩოების, ცისარტყელის, ჩანჩქერის და საქართველოს მრავალფეროვანი პეიზაჟებისა, თუ კულტურის წარმომჩენ არაერთ შთამბეჭდავ ფონზე გვევლინება. გამოსახულებები ორივე ბრენდის საერთო მახასიათებლებს გამოხატავს, ხაზს უსვამს მათ ინდივიდუალურობას და ჰარმონიულად აერთიანებს ავტომობილის დიზაინს და მაღალ მოდას.
“IERI Store-თან კოლაბორაციის იდეა ჩვენს გუნდში გაჩნდა, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ ორ ბრენდს ძალიან ბევრი საერთო რამ აერთიანებს,” – ამბობს “ვოლვო ქარ საქართველოს” მარკეტინგის მენეჯერი ეკა კევლიშვილი. “ორივე მათგანი გამოირჩევა ხასიათით და მომხმარებელს მაშინ მოსწონს ეს ბრენდები, როცა სიღრმისეულად ეცნობა მათ კონცეფციას.”
როგორც IERI Store-ის კრეატიულმა დირექტორმა ანკა ციციშვილმა აღნიშნა, Volvo-ს თავდაჯერებული ადამიანები ირჩევენ ისევე, როგორც IERI Store-ს:
“IERI-ს მომხმარებლები პროგრესული ადამიანები არიან, რომლებიც არ წყვეტენ პიროვნულ განვითარებას. ისინი მუშაობენ თავიანთ თავზე როგორც აზროვნების თვალსაზრისით, ისე ემოციურად თუ სტილის სრულყოფის მხრივ. ჩვენი მომხმარებლებისთვის პრიორიტეტული არაა ნივთების მატერიალური ღირებულება, მაგრამ ანგარიშგასაწევია მათი ხარისხი და ხანგრძლივად გამოყენების შესაძლებლობა. ისინი აფასებენ მაღალ ხარისხს, ისევე როგორც თავიანთ შინაგან სილამაზეს, უყვართ ელეგანტურობა, რომელსაც ხაზს უსვამს მათი სამოსი თუ მაღალი კლასის მანქანა. ჩვენი თანამშრომლობა Volvo-სთან ამ ღირებულებების მიმართ ორივე ბრენდის ერთგულებამ განსაზღვრა. ვიზუალური მასალა, რომელიც თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ, მნახველს საშუალებას მისცემს, უკეთ აღიქვას როგორც Volvo-ს, ისე IERI-ს ფილოსოფია და გახდეს მათი ერთგული მომხმარებელი. Volvo-ს ხარისხი უსაფრთხოებასთან ასოცირდება, მას თამამად ანდობ შენს ოჯახსა და შვილებს, თავად ენდობი მანქანას.”
უკვე თითქმის 100 წელია Volvo-ს სახელი მდგრადობას, უსაფრთხოებას, სანდოობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ელეგანტურობას უკავშირდება. ავტომწარმოებელი ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, მუდმივად გვთავაზობს სიახლეებს, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების სტილთან ჰარმონიულად ერთიანდება. Volvo-ს ავტომობილების მოდელებსა, თუ კამპანიებში მოდის, დიზაინის, სტილის და ვიზუალური ხელოვნების ორიგინალური რეფერენსები იგრძნობა, რამაც ბრენდის გამოკვეთილი იდენტობა განსაზღვრა.
“ვოლვო ქარ საქართველოსთვის” ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთან თანამშრომლობა და არტისტების მხარდაჭერა უცხო არ არის, თუმცა IERI Store-თან კოლაბორაციით განხორციელებული პროექტი მოდის მიმართულებით კომპანიისთვის პირველ ექსპერიმენტს წარმოადგენს.
კამპანიის ვიზუალები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დავით აფაქიძის, ლაშა ყავანაშვილისა და ფოტო ედითორ რუსკა ოსიაშვილის მიერ შეიქმნა. სამუშაო პროცესში აბრეშუმის გზის გაყოლით თითოეულმა მათგანმა ვირტუალურად იმოგზაურა დროსა და სივრცეში. მათ სურდათ, ავთენტური შედეგი მიეღოთ და, ამავდროულად, IERI Store-სთვის დამახასიათებელი ქართული ხასიათი Volvo-ს სკანდინავიურ ესთეტიკასთან გაეერთიანებინათ.
თითოეული გამოსახულება განსხვავებულ ამბავს ჰყვება და მათზე დაკვირვებით, ვხვდებით ერთი შეხედვით ნაცნობ სამყაროში, სადაც რეალობა წარმოსახვასთან ერთიანდება.
რაც შეეხება IERI Storeს-ს, თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე “ღვინის ქარხანა N1” იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება წარსულის სწორი გადააზრებით ახალი ისტორია შექმნა. 1894-1896 წლებში აგებული შენობა, რომელიც წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, დღეს ქალაქში თავშეყრის ერთ-ერთი მთავარი ადგილია და თანაბრად იზიდავს როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს. სწორედ აქ არის განთავსებული ადგილობრივ ბაზარზე უნიკალური კონცეპტუალური მაღაზია IERI, სადაც 25-ზე მეტი ქართული ბრენდის თუ ქართველი დიზაინერის ნამუშევრებია წარმოდგენილი. მათ შორის ვხვდებით ისეთ სახელებს, როგორებიცაა: Situationist, David Koma, George Keburia, Aleksandre Akhalkatsishvili, Materiel, Ingorokva და ა.შ. IERI Store იდეალურად ერგება ისტორიული შენობის თანამედროვე კონცეფციას – ის ერთდროულად არის მაღაზია, გალერეა, ღვინის ბარი, ყავის დასაგემოვნებელი ადგილი და არამარტო.
კამპანიაზე იმუშავეს:
არტისტი: დავით აფაქიძე
არტისტი: დავით კაბანაშვილი
ფოტო ედიტორი: რუსკა ოსიაშვილი
ფროდაქშენის გუნდი – IERI:
ანკა ციციშვილი
ლიზა ელიავა
იდეის ავტორი: ნათელა ფოცხვერია
ფროდაქშენის გუნდი – Volvo:
ეკატერინე კევლიშვილი
სოფო ქაქუშაძე