IDEA-მ 1998-2002 წლებში Norbert Schoerner-ის გადაღებული Prada-ს კამპანიებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოსცა.
178 გვერდიანი წიგნი, სახელწოდებით “Norbert Schoerner PRADA ARCHIVE 1998–2002” წარმოადგენს ფოტო კრებულს, რომელიც გერმანელი ფოტოგრაფის იტალიური მოდის სახლისთვის ოთხი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირებას ახდენს.
“Prada-სთვის მუშაობა დიდ დროს მოითხოვს. ყველაფერი ფრაგმენტული იყო,” – განაცხადა რობერტმა. “სცენარს არ მივსდევდით, მას ყოველთვის ხელახლა ვწერდით. კონცეფციას ყოველ დღე ვაყალიბებდით. პროცესი ცდას ემყარებოდა და ამ კამპანიებშიც ეს იყო დიდებული. სხვა ბრენდები ამისთვის დროს არ გაძლევდნენ.”
წიგნის პირველი 750 გამოცემა უკვე სრულად არის გაყიდული.
ბრიტანული გამომცემლობა კვლავ გეგმავს შერჩეულო საცალო მოვაჭრეების წიგნით მომარაგებას, ხოლო დაინტერესებული პირები, რომლებიც ვებგვერდზე გაივლიან რეგისტრაციას, შეტყობინებას მიიღებენ, როდესაც დამატებითი ტირაჟი ხელმისაწვდომი გახდება.