პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ვირჯილ აბლომ ლუი ვიტონისთვის შექმნილი თავისი 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია 16 წუთიანი ფილმის სახით წარადგინა. “Amen Break” ახალ კოლაბორაციასაც ამჟღავნებდა: Louis Vuitton x Nike Air Force 1.

“2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის ვირჯილ აბლო ნაიკისთან თანამშრომლობს და Air Force 1-ის კლასიკურ კოდებს ლუი ვიტონის მახასიათებლებთან და მასალებთან აერთიანებს, რითაც ის პატივს მიაგებს ჰიპ-ჰოპ კულტურას, რომელმაც მის ჩამოყალიბებაზე მოახდინა გავლენა…” – აღნიშნული იყო ლუი ვიტონის ჩვენების ჩანაწერებში.

პრეზენტაციაზე ჯამში 21 განსხვავებული წყვილი იყო წარმოდგენილი – როგორც დაბალყელიანი, ისე მაღალყელიანი მოდელები.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გამოვა სნიქერები გაყიდვაში, თუმცა Dior x Jordan 1-ის წარმატების ფონზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “სნიქერჰედები” არც Louis Vuitton x Nike Air Force 1-ის მიმართ იქნებიან გულგრილები.