სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება რიდლი სკოტის ახალი ფილმის პრემიერამდე, რომლის მიღმაც გახმაურებული მკვლელობის ისტორიაა, ხოლო სამსახიობო შემადგენლობა კი საუკეთესოს მოლოდინს გვიქმნის.

ფილმში ალდო გუჩის როლს ალ პაჩინო ასრულებს, ხოლო მისი რეზიდენცია კი კომოს ტბაზე უზარმაზარი და მდიდრული საკუთარი სახლია, რომლის ქირაობაც ახლა AirBnB-ს საშუალებითაა შესაძლებელი. რეზიდენცია ტბის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახლია, 6 საძინებლით, ღია საცურაო აუზით, კერძო პირსით, ნავსადგომისა და უზარმაზარი ბაღებით.

რეზიდენციის ქირაობა 2022 წლის 30 მარტსაა შესაძლებელი.