შვედური კომპანია H&M უკვე წლებია კონცენტრირებულია მდგრად და ეთიკურ წარმოებაზე. არც 2021 წლის გაზაფხულის კოლექცია ყოფილა გამონაკლისი, თუმცა ამჯერად, ბრენდი აღნიშნულ თემას კიდევ უფრო დიდი სერიოზულობით მოეკიდა და ახალი სეზონისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივა შემოგვთავაზა.
ახალი კოლექციისთვის გამოყენებულია ბუნებრივი ბოჭკო AgraLoop BioFibre, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიის დახმარებით, საკვები ნარჩენებისგან მზადდება. ყოველწლიურად, აგრალუპის მეშვეობით, შესაძლოა 250 მილიონი ტონა ბოჭკოს წარმოება, რაც ძალიან დიდი წინსვლა იქნება მდგრადი მოდისთვის.
2021 წლის გაზაფხულის კოლექციაში, ასევე გამოყენებულია ორგანული და გადამუშავებული ბამბა. აღსანიშნავია, რომ H&M ორგანული ბამბის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელია მსოფლიოში. ჯერ კიდევ 2018 წლის მონაცემებით, H&M გადამუშავებული ბამბის გამოყენებით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებდა.
კაბა 49 ლარი ჯინსის კაბა 79 ლარი
როგორც უკვე აღინიშნა, წარმოების მდგრად მოდელზე H&M უკვე 20 წელია მუშაობს. დღესდღეობით, ბრენდში იყენებენ გადამუშავებულ ბამბას, შალს, ვერცხლს, ოქროს, ხეს და ა.შ. ამ ეტაპზე, H&M-ის ნაწარმის 57% უკვე მდგრადი მასალითაა დამზადებული. 2030 წლისთვის კი, გადამუშავებული და ორგანული მასალებით უკვე პროდუქციის 100%-ის წარმოება მოხდება.
საქართველოში ახალი კოლექციის წარმდგენები ანუკი არეშიძე, ლუიზა ჩალათაშვილი და ნინუცა ორჯონიკიძე არიან. ახლო ურთიერთობა მოდის ინდუსტრიასთან, მათ საშუალებას აძლევთ ისაუბრონ მოდის სამყაროსა და ქსოვილების მდგრადობაზე, პროფესიული გადმოსახედიდან. კამპანიის ფარგლებში გადაღებულ ვიდეოში, ანუკი, ლუიზა და ნინუცა საუბრობენ გადამუშავებულ ქსოვილებზე და H&M-ის ინიციატივებზე.
ჯინსის ჟილეტი 49 ლარი ჯინსის შარვალი 79 ლარი
გლობალური ბრენდისა და ქართველი ცნობილი სახეების თანამშრომლობა სასიამოვნო სიახლეა. საქართველოში ახალი კოლექციების წარდგენა, მეტწილად, საერთაშორისო კამპანიების მეშვეობით ხდება, თუმცა H&M-მა არსებულ პრაქტიკას გადაუხვია. ქართველ მომხმარებლებთან ამ გზით მესიჯის მიტანა ბევრად უფრო მარტივი და გასაგებია.
პროცესს ამარტივებს ვიდეოს მსუბუქი და უშუალო ფორმატიც, ის საშუალებას იძლევა საზოგადოებამ თავისუფლად აღიქვას ბრენდის მესიჯი და დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა გვაცვია.
სამივე წარმდგენს ერთმანეთისგან განსხვავებული სტილი აქვს, თუმცა მათ გარდერობში ნივთები H&M-ის ახალი კოლექციიდან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. შესაძლოა ითქვას, რომ კოლექცია განსაკუთრებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მდგრადი მოდის მაგალითია, არამედ იმიტომაც, რომ ნივთები მრავალმხრივი და უნივერსალურია.
ახალი კოლექციის შეძენა შესაძლებელია თბილისში არსებულ სამივე მაღაზიაში, რომლებიც მდებარეობს: სითი მოლის, გალერია თბილისისა და ისთ ფოინთის ტერიტორიებზე.
კამპანიის იდეა – ARIAL BOLD
ვიდეო – HOLAFILM