თინა კავალერი და მარკ გლონოგა ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის Hermès-ს სასამართლოში უჩივიან. მათი მტკიცებით, “Birkin”-ის შეძენის შესაძლებლობის მისაცემად, ბრენდი მათგან უკანონოდ მოითხოვდა სხვა კატეგორიებიდან პროდუქტების შეძენას. Hermès-ის გახმაურებული პრაქტიკა, კალიფორნიის მაცხოვრებლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
მომჩივანთა მტკიცებით, კომპანიაში დასაქმებული გაყიდვების ასისტენტები მიჰყვებიან სქემას, რომლის მიხედვითაც მომხმარებლებს ფეხსაცმელების, შარფების, სამკაულების და ბრენდის სხვა პროდუქტების შეძენისკენ უბიძგებენ იმისათვის, რომ ჩანთა “Birkin”-ის ყიდვა შეძლონ. მომხმარებლებს არ აქვთ ჩანთის ონლაინ შეძენის შესაძლებლობა და ხელით დამზადებული, ათასობით დოლარის ღირებულების პროდუქტი ფიზიკური მაღაზიების თაროებზეც არ არის განთავსებული. “როგორც წესი, ჩანთა “Birkin”-ს (ცალკე ოთახში) მხოლოდ იმ მომხმარებლებს აჩვენებენ, რომლებიც ჩანთა “Birkin”-ის შეძენის ღირსად არიან მიჩნეულები,” – აღნიშნულია სარჩელში.
© EDWARD BERTHELOT / GETTY IMAGES
Business of Fashion-ის ცნობით, 12 თვის განმავლობაში, 2024 წლის თებერვლის ბოლოს, სელენა გომესის ბრენდ Rare Beauty-ს წმინდა მოგებამ $400 მილიონი შეადგინა, რამაც ბრენდის ღირებულება $2 მილიარდით განსაზღვრა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბრენდში ინვესტირებით და მისი შეძენით დაინტერესებულ მხარეებთან. მსახიობი, მომღერალი და ანტრეპრენერი კვლავ ჩართული იქნება ბიზნესის საქმიანობაში, გარდა ამისა, მიღებული შეთავაზებების განსახილველად, გომესმა უკვე დაიქირავა მრჩეველები სხვადასხვა ფირმებიდან.
© RARE BEAUTY
Kering-ის აქციები 14%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ფრანგულმა კონგლომერატმა სამშაბათს ახალი ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Gucci-ს გაყიდვების 20%-ით შემცირებაა მოსალოდნელი, მიზეზი კი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე აზიაში გაყიდვების კლებაა.
© GUCCI
წინასწარი პროგნოზის თანახმად, 2024 წლის პირველ სამ თვეში, წინა წელთან შედარებით, კომპანიაში მთლიანი შემოსავლების 10%-ით შემცირებას ელიან. აღსანიშნავია, რომ არსებული რთული ეკონომიკური ფაქტორების მიუხედავად, კონკურენტებმა LVMH-მა და Hermès-მა გაყიდვების სტაბილური მაჩვენებლის შენარჩუნება შეძლეს.