პარიზის მოდის კვირეულის ფარლებში ვერონიკ ნიშანიანმა Hermès-ის მოდის სახლისთვის შექმნილი თავისი ახალი კოლექცია წარადგინა. ციფრულად ჩატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ ჩვენებას პირველად დაესწრო ცოცხალი აუდიტორია.
“კოვიდის შემდეგ, ვფიქრობ, ჩაცმის ახალ გზას ვიპოვით,” – განაცხადა დიზაინერმა. “ხელახლა აღმოვაჩენთ თუ როგორ უნდა ჩავიცვათ მაცდურად და ჭკვიანურად, მაგრამ, ამავდროულად, შევინარჩუნოთ კომფორტი და ახალი მატერიები შევიგრძნოთ. ჩემი აზრით, ახალ ელეგანტურობას ვიგონებთ.”
ჩვენება, სახელწოდებით “ორმაგი თამაში” Mobilier National-ში გაიმართა. მასზე სეტ დიზაინერად Cyril Teste-მა იმუშავა.
პოდიუმზე დამონტაჟებული იყო ეკრანები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იყო კოლექციის დეტალების ყველა კუთხიდან კიდევ უფრო ახლოს და ნათლად დათვალიერება.
“Hermès-ში მე არა მოდას, არამედ ტანსაცმელს ვქმნი.”
ვერონიკ ნიშანიანი
2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის ნიშანიანმა მამაკაცებისთვის სიმსუბუქითა და სიმარტივით გამორჩეული კოლექცია შექმნა, რომელიც ასევე ძალიან თანამედროვე, გონივრული და მდიდრული ნამუშევარია. “ახალი ელეგანტურობა” შესაძლოა სწორედ ასე გამოიყურება.
Hermès ზაფხული 2022 – მამაკაცის კოლექცია