ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც HBO-მ სერიალი THE IDOL დააანონსა. სიახლის გაჟღერებისთანავე პროექტმა ყურადღება პროვოკაციული სიუჟეტითა და ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობით მიიპყრო. აღსანიშნავია, რომ THE IDOL-ის შემქმნელები The Weeknd და Euphoria-ს რეჟისორი სემ ლევინსონი არიან.

მიუხედავად არაერთი ტრეილერის გამოქვეყნებისა, ამ დრომდე სერიალის პრემიერის თარიღი უცნობი იყო. ახლახან, HBO-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა გაამხილა, რომ სერიალის პრემიერა 2023 წლის ივნისში შედგება.

THE IDOL-ში მაყურებელი კინო და მუსიკალური ინდუსტრიის არაერთ ვარსკვლავს იხილავს. სერიალში მონაწილეობენ ლილი როუზ დეპი და ტროი სივანი. ტროი სივანი ავსტრალიელი მუსიკოსია, რომელიც საზოგადოებამ Youtube ვლოგერის სტატუსით ჯერ კიდევ 10 წლის წინ გაიცნო. დეპი პოპ ვარსკვლავს განასახიერებს.

სიუჟეტის მიხედვით, მისი და სივანის გმირი შეყვარებულებია არიან. THE IDOL-ში მონაწილეობს ცნობილი კორეული ჯგუფის, BLACKPINK-ის წევრი ჯენიც. ვარსკვლავისთვის ეს სამსახიობო დებიუტია. აღსანიშნავია, რომ The Weeknd გარდა პროდიუსერისა და სცენარისტისა, პროექტში მსახიობის ამპლუაშიც არის ჩართული – ის სერიალში კულტის ლიდერის როლს ასრულებს.