ყოველდღიური სამოსის გარდერობი ყველა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ვინაიდან თანამედროვე მომხმარებლის ცხოვრების სტილი მრავალფეროვანი და დატვირთულია, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიური სამოსი კომფორტული, პრაქტიკული, მრავალფეროვანი და ამავდროულად ხარისხიანი იყოს. სწორედ ხარისხის, დიზაინის და პრაქტიკულობის სინთეზს გვთავაზობს იტალიური ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდი Harmont & Blaine.

ბრენდი 1986 წელს დაარსდა და დღეს მთელ მსოფლიოში დიდი ცნობადობით სარგებლობს. კოლექციების დიზაინში ერთდროულად არის მრავალფეროვნებაც და მინიმალიზმიც, რითაც ბრენდი ე.წ. Quiet Luxury-ის კონცეფციას კარგად გამოხატავს.
წლების განმავლობაში ბრენდმა საკუთარი რეპუტაცია იმგვარად შექმნა, რომ ერთგული მომხმარებლის დიდი აუდიტორია შეიძინა. აღსანიშნავია Harmont & Blaine-ის, როგორც ბრენდის ვიზუალური იდენტობა – Dachshund-ის (ტაქსას) ლოგო, რომელიც მოდელების დიზაინში მინიმალისტურად ინტეგრირდება.

Harmont & Blaine-ის სათავო ოფისი ნეაპოლში მდებარეობს. ბრენდის მაღაზიები და ბუტიკები მსოფლიოს 46 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ამ სიას უკვე საქართველოც შეემატა – 2023 წლის 3 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში Harmont & Blaine-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა.

Harmont & Blaine მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სამოსს ქმნის, თუმცა ახალ მაღაზიაში, ექსკლუზიურად მხოლოდ მამაკაცის ხაზი იქნება წარმოდგენილი. მაღაზიის სტუმრებს ამჟამად შემოდგომა-ზამთრის 2023 წლის მამაკაცის სამოსისა და აქსესუარების კოლექცია დახვდებათ.
ბათუმის მაღაზიის კონცეფცია Harmont & Blaine-ის ხასიათს ასახავს – სივრცე შთაგონებულია ბრენდის იტალიური ფესვებით. ბრენდის ვიზუალური ესთეტიკა კი კარგად გამოიხატება ინტერიერში გამოყენებული ფერებითა და დეკორატიული ელემენტებით.

აღსანიშნავია Harmont & Blaine-ის, როგორც ეკომეგობრული კომპანიის ფაქტორიც. კოლექციების შექმნისას ბრენდი ინარჩუნებს პლანეტის რესურსების დაცვის ვალდებულებას და ამას კრეატიულ მიდგომასთან კარგად ათავსებს. კოლექცია შეიცავს მასალებს, რომლებიც დამზადებულია გადამუშავებული ბოჭკოებისა და ორგანული მასალების გამოყენებით. ასეთი მიდგომა კომპანიას ინოვაციურ ბრენდად აქცევს, რომელიც დროსთან ერთად მუდმივად ვითარდება.

ბათუმის მაღაზია შოთა რუსთაველის გამზირზე, 40 ნომერში მდებარეობს. თუმცა, ეს არ იქნება ერთადერთი სივრცე, სადაც მომხმარებელი Harmont & Blaine-ის კოლექციების შეძენას შეძლებს. საქართველოში ბრენდის ტერიტორიული გაფართოების ფარგლებში, იგეგმება მეორე მაღაზიის თბილისში გახსნა.

ამისათვის უკვე შერჩეულია ლოკაცია ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე Harmont & Blaine-ის ვიტრინას თბილისის ცენტრშიც ვიხილავთ.