Gucci-ს მამაკაცის ახალი კოლექციის ჩვენება 17 ივნისს Triennale Milano-ს მუზეუმში გაიმართება. ჩვენება მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში არის დაგეგმილი, რომელიც 14-დნ 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

“ეს შენობა არქიტექტურული სიდიადეაა. ის გარკვეული ეპოქისა და ესთეტიკის ემბლემა და ქალაქის საჯარო არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე საუცხოო მაგალითია თავისი მოდერნისტული დიზაინით, რომელიც ფუნქციისა და სივრცის გადააზრებას ასახავს,” – აღნიშნულის იტალიური მოდის სახლის განცხადებაში, რომელშიც ასევე ხაზი ესმევა Triennale Milano-ს ინოვაციებისა და ტეგნოლოგიებისკენ მისწრაფებას და მის სოციალურ როლს ხელოვნებასა და დიზაინში.

აღსანიშნავია, რომ Gucci-ს ბოლო კოლექციის ჩვენებასაც მუზეუმმა უმასპინძლა. საბატო დე სარნოს კრეატიული დირექტორობით შექმნილი 2025 წლის კრუიზული კოლექცია მაისში Tate Modern-ის სივრცეში იყო წარმოდგენილი.