თუ იმ ბრენდებს ჩამოვთვლით, რომლებიც ვარსკვლავებთან თანამშრომლობით გამოირჩევიან, ერთ-ერთი უპირველესი GUCCI უნდა დავასახელოთ. აქვე უნდა ითქვას, რომ ბრენდის ეს სტრატეგია მოდის სახლის ყოფილი შემოქმედებითი ხელმძღვანელის – ალესანდრო (ლალო) მიკელეს დიდი დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ მიკელემ საკუთარი პოზიცია დატოვა, როგორც ჩანს, GUCCI-ში მისი ხედვის ეს ნაწილი შეინარჩუნეს და თანამედროვე პოპ კულტურის წამყვან სახეებთან კვლავაც აგრძელებენ კოლაბორაციებს. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ბრენდის ახალი სუნამოს სახეები A$AP Rocky, ჯულია გარნერი და ელიოტ პეიჯი არიან.
კამანიის დეტალები ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. ცნობილია, რომ ვარსკვლავები აღიარებულმა ფოტოგრაფმა, გლენ ლუჩფორდმა გადაიღო. როგორც GUCCI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კამპანია იდეურად სუნამოს ძირითად კონცეფციას გამოხატავს და ეს არის „საკუთარი თავის მიმღებვლობა, მეგობრობა და სიყვარული“, რომელიც ჩვენ ირგვლივ სხვადასხვა ფორმით არსებობს.
იტალიური მოდის სახლი სარეკლამო კამპანიას სრულად პირველ მარტს გამოაქვეყნებს.