თითქმის 10 თვის შემდეგ, ბელა ჰადიდი პირველ მოდურ კამპანიაში გამოჩნდა. ის BLACKPINK-ის როუზთან, ლიუ ვენთან, ფრედერიც ბითნერთან, დომინიკ სესასთან, კიკო მიზუჰარასთან და პენელოპე ტერნესთან ერთად Saint Laurent-ის 2024 წლის შემოდგომის სეზონის კოლექციას უწევს რეკლამას.

კადრებზე აღბეჭდილი რეტრო ესთეტიკა ნოსტალგიურ განცდას ბადებს. მოდის სახლის კამპანია, სახელწოდებით “#YSL55″ სახელგანთქმულმა ფოტოგრაფმა გრეი სორენტიმ გადაიღო. ვიდეოს საუნდტრეკი Arsun-ის 1960-იანი წლებით შთაგონებული სიმღერა “If You Must Leave”-ია.

კამპანიის ვიდეო