ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ Grammy-ის ნომინანტები გამოავლინა. წარდგენილ ნომინაციებში გამოკვეთილი ლიდერები ბიონსე და ადელი არიან. წლის ნომინანტებს შორის, ასევე ვხვდებით ტეილორ სვიფტს, ჰარი სტაილსს, ჯგუფს Coldplay-ის, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაშლა დააანონსა. აღსანიშნავია, რომ ნომინანტებს შორის დასახელდა ჯგუფ ABBA-ც. წლის ალბომის ნომინაციაში ასევე წარდგენილია პულიცერის პრემიის მფლობელი რეპერი – კენრიკ ლამარი.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გაყიდვებისა და სტრიმების რეკორდული მაჩვენებლისა, წლის ალბომის ნომინაციაში ვერ მოხვდა ტეილორ სვიფტის ახალი მუსიკალური კრებული, რადგან ის შედარებით გვიან გამოვიდა და ნომინაციების შერჩევის პროცესში კანდიდატად არ განიხილებოდა.
გრემის 2023 წლის დაჯილდოება 5 თებერვალს, ლოს ანჯელესში გაიმართება.
ნომინანტების სრული სია იხილეთ Grammy-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.