რეპუტაციული მედია გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოდის სახლი Louis Vuitton ფარელ უილიამსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. არტისტი ბრენდის მამაკაცის ხაზის დიზაინერის პოზიციაზე განიხილება. როგორც The Wall Street Journal წერს, აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ამ საქმესთან დაკავშირებული პირებისაგან გავრცელდა. თუ აღნიშნული სიახლე სიმართლე აღმოჩნდა, 49 წლის უილიამსი Louis Vuitton-ში ვირჯილ აბლოს პოზიციას დაიკავებს. აღნიშნულ ცნობებზე ფარელ უილიამსის ოფიციალურ წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნავია, რომ Louis Vuitton მოდის სფეროში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბრენდია. მან მოწინავე ადგილი 2018 წელს დაიკავა, როცა 10 მილიარდ დოლარიანი ბრენდის სტატუსით პოზიციონირდა. მოდის სახლმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი გააორმაგა.