საერთაშორისო პოდიუმზე დიდი დაბრუნება არ შედგა, თუმცა 2023 წლის შემოდგომამ ბრაზილიელი სუპერმოდელის კარიერაში სიახლის გარეშე მაინც არ ჩაირა.

ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა ბრენდმა, Frame-მა ჟიზელი ახალ სახედ წარადგინა. ბრენდის დამფუძნებლების თქმით, ჟიზელის მონაწილეობით ახალი სარეკლამო კამპანია Frame-სთვის არა მხოლოდ ახალი სეზონის, არამედ ახალი ერის დასაწყისია. “ეს არ არის მხოლოდ ახალი ათწლეული Frame-სთვის, ეს არის ახალი ერა”, – თქვა ერიკ ტორსტენსონმა, Frame-ის თანადამფუძნებელმა. “შემოდგომა/ზამთრის კამპანია არის გამოხატულება იმ შემოქმედებითი ხედვისა, რომელიც დაარსებიდან გვქონდა ბრენდის მიმართ. ჩემთვის არ არსებობს სხვა, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი სახე ამ კამპანიის, ვიდრე ჟიზელი. იგი უფრო მეტია ვიდრე მოდელი. პატივი და ახდენილი ოცნებაა მასთან მუშაობა,” – აღნიშნა ერიკმა.

კამპანიისთვის მინიმალისტური ფოტოები ფოტოგრაფმა დეივიდ სიმსმა გადაიღო.