სამკაულის და აქსესუარების კომპანია Tiffany & Co.-მ ბრენდის ახალი ამბასადორი, მსახიობი ფლორენს პიუ წარადგინა. კამპანიის სახელწოდებაა Lock. როგორც Tiffany & Co.-ს წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი მოდელების დიზაინი სიყვარულის იდეას გამოხატავს, რომელიც  დაარსების დღიდან, Ბრენდის იდენტობის შემქმნელი მთავარი ღირებულებაა.

Lock-ის კამპანიაში, ფლორენსის გარდა, ასევე მონაწილეობენ Tiffany & Co.-ს სხვა ამბასადორები: Blackpink-ის როუზი, BTS-ის ჯიმინი, რომელმაც 2023 წლის მარტში სადებიუტო სოლო ალბომი გამოუშვა და მომღერალი ნენსი აჯრამი.

ფლორენს პიუ ბოლო რამდენიმე წელია ჰოლივუდის ყურადღების ცენტრშია. მისი აქტუალობა კიდევ ერთხელ გაიზარდა მას შედეგ, რაც მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე ფილმი – Oppenheimer გამოვიდა. ბიოგრაფიულ დრამაში ერთ-ერთ როლს სწორედ ფლორენსი ასრულებს.