ცნობილი სპორტული ბრენდის, Fila-ს კორეულმა წარმომადგენლობამ ქართველ არტისტთან – ანანო მიმინოშვილთან ითანამშრომლა. Fila Korea-მ 2022 წლის ზაფხულის კოლექცია სწორედ მასთან კოლაბორაციით გამოუშვა.

ანანომ საზაფხულო სპორტული სამოსისათვის ორიგინალური ილუსტრაციები შექმნა, რომელიც ბრენდის დიზაინშია გამოყენებული.

ანანო მომინოშვილი ქართველი დამოუკიდებელი ილუსტრატორია. ამჟამად ძირითადად უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობს.

მიმინოშვილი ილუსტრაციებს ქმნის ისეთი გამომცემლობებისათვის, როგორიც არის: Washington Post, Hollywood Reporter, The New York Times და ასე შემდეგ.