LVMH-ის მიერ დაფინანსებული რიანას ბრენდი Fenty ჩაშვებიდან დაახლოებით 2 წლიანი არსებობის შემდეგ იხურება. LVMH-ის მფლობელობის ქვეშ მყოფი ფენტის მშობელი კომპანიის L Catterton-ის გადაწყვეტილებით, ინვესტიციები ფენტის საცვლების ხაზში ჩაიდება.
შეგახსენებთ, რომ Fenty-ს დაარსების შესახებ ინფორმაცია 2017 წელს გავრცელდა, ხოლო პირველი კოლექცია 2019 წლის მაისში ჩაეშვა გაყიდვაში. LVMH-ისთვის რიანა პირველი ქალი/შავკანიანი ქალი გახდა, რომელსაც კომპანიამ მოდის სახლი დაუარსა.