თუ გიყვარს წერა და გაინტერესებს მოდის ინდუსტრია, Fashionholics Online და Phubber, ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, ვაცხადებთ საავტორო სტატიების კონკურსს!

კონკურსის თემა: მოდის მდგრადობა, ეთიკურობა, ჯანსაღი განვითარება. სტატია შესაძლოა პასუხობდეს ზოგად, ან კონკრეტულ საკითხს, წარმოაჩენდეს ავტორის პირად გამოცდილებას, ხედვას, ან იყოს ინფორმაციული ხასიათის. არსებითია სტატია შინაარსობრივად პასუხობდეს თემას, სხვა მხრივ, ავტორი თავისუფალია თავის არჩევანში.

სტატიის მოცულობა: მინიმუმ 500, მაქსიმუმ 800 სიტყვა.

სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადა: 15 ივნისი.

სტატია უნდა გამოგზავნოთ მეილზე: Fashionholicsonline@gmail.com

Subject -ში მიუთითეთ – “Phubber x Fashionholics Online – მდგრადი მოდა”.

სტატიების დასაწერად და გამოსაგზავნათ განკუთვნილი ვადის გასვლის შემდეგ, Fashionholics Online და Phubber შევარჩევთ 3 რჩეულ სტატიას. სამივე მათგანი გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში. საბოლოოდ კი, შეირჩევა ერთი გამარჯვებული, რომელსაც საჩუქრად გადაეცემა Phubber-ის 100 ლარიანი ვაუჩერი.

გისურვებთ წარმატებას!