ევროკავშირმა ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც დეკორატიული მაკიაჟის პროდუქტებში ე.წ. გლითერების გამოყენება სპეციალური რეგულაციით განისაზღვრება. უფრო კონკრეტულად, კანონი არეგულირებს Beauty ინდუსტრიაში მიკროპლასტმასის გამოყენებას, რისგანაც გლითერებს ამზადებენ.
იმისათვის რომ კომპანიებმა მომავალში მიკროპლასტმასის შემცველი კოსმეტიკური პროდუქტების რეალიზაცია შეძლონ, შემადგენლობაში შესაბამისი აღნიშვნა უნდა მიუთითონ. ამ შემთხვევაშიც დაშვებული იქნება გლითერების შემცველი ისეთი პროდუქტის რეალიზაცია, რომელიც მაკიაჟისა და ფრჩხილის დეკორატიული გაფორმებისათვის არის განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ გამონაკლისი იქნება ის პროდუქტები, რომლებიც მიკროპლასტმასის მაგივრად დეკორატიულ ეფექტს შუშის ან მეტალის გამოყენებით იღებენ.
კანონი European Green Deal-ის ფარგლებში მიიღეს. ამ შეთანხმების მიზანია, რომ 2050 წლისათვის ევროპა პირველი კლიმატურად ნეიტრალური კონტინენტი გახდეს.