ვიტორია ჩერეტი რეკლამას უწევს Ermanno Scervino-ს 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას. კამპანიისთვის იტალიელი ტოპ მოდელი ლუიჯი მურენუმ და იანგო ჰენციმ გადაიღეს. გადაღებაზე სტილისტად სისი ვიანმა იმუშავა.
“ვიტორია ჩერეტი Ermanno Scervino-ს ესთეტიკის ხმასა და სულისკვეთებას განასახიერებს: მისი მზერა პირდაპირ კამერისკენ არის მიმართული, ის საშუალებას გვაძლევს მისით აღვფრთოვანდეთ მაშინ, როცა სხეულზე იდეალურად მომდგარი სამოსი უპრობლემოდ აცვია. განათების ეფექტებისა და ინტენსიური ზედაპირების დამსახურებით, ლუიჯის & იანგოს ფოტოები მოდის სახლის მიერ სილამაზის მუდმივი ძიების მიღმა არსებულ ძალასა და სიყვარულს გამოხატავს.”
– აღნიშნულია ბრენდის განცხადებაში.
შავი ფერის ნაქარგებიან თრენჩში თუ მასკულინურ პიჯაკებში შემოსილი ქარიზმატული ვიტორია სტუდიურ ფოტოებზე Ermanno Scervino-ს მახასიათებლებს ეფექტურად წარმოაჩენს. თავისი საუცხოო ვიზუალისა და პროფესიონალიზმის დამსახურებით, თანამედროვე მოდის გამორჩეული სახე ამ კამპანიაშიც შეუდარებელია.
ფოტოები კამპანიიდან
თმა: ლუიჯი მურენუ