A Magazine-ის 24-ე გამოშვების კურატორი ბრიტანელი-თურქი დიზაინერი ერდემ მორალიოგლუა. ქეით მიდლტონის, კირა ნაითლისა და სხვა არაერთი A-list სელებრითის საყვარელი დიზაინერი ცნობილია თავისი პრინტებითა და სილუეტებით, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ნიჭი ფოტოგრაფიასაც სწვდება.
ერდემმა ფოტოებისთვის საკუთარი მეგობრები და ოჯახის წევრები შეარჩია. ეს ბუნებრივი არჩევანი იყო, რადგან გამოცემაში დიზაინერი საკმაოდ პირადულ საკითხებზე საუბრობს. “რასაც ახლა ვაკეთებ ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, ამიტომ ჟურნალზე მუშაობამ ჩემი თავი 17 წლის ასაკში გამახსენა. მომაგონდა ჩემი იმედები, მიზნები და ოცნებები – ყველაფერი, რაზეც მაშინ ვფიქრობდი.” ამბობს დიზაინერი. “ფოტოგრაფიით ყოველთვის ვიყავი დაკავებული ბოლო 17 წლის განმავლობაში, თუმცა მხოლოდ საკუთარ კოლექციებს ვიღებდი, ახლა კი ამ საკითხს უფრო სერიოზულად ვეკიდები.”
21 პორტრეტიდან რამდენიმე ვოგმა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.
Photo: Erdem Moralioglu / Courtesy of A Magazine