ახლახანს Netflix-მა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის – Emily In Paris-ის მეორე სეზონის ტრეილერი გაავრცელა. ამერიკელი ემილის პარიზულ თავგადასავლებს მაყურებელი 2021 წლის 22 დეკემბრიდან იხილავს.
როგორც გავრცელებული ტრეილერიდან ირკვევა, მეორე სეზონის დასაწყისში ემილი სენ ტროპეშია, სადაც შვებულებას ატარებს. ახალი ეპიზოდების განმავლობაში, უკვე კარგად ნაცნობ პერსონაჟებთან ერთად, ახალ გმირებსაც უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ Emily In Paris-ის პირველი სეზონის პრემიერა 2020 წელს შედგა და მალევე, ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ კომედიურ სერიალად იქცა. ისტორია მარკეტინგის სპეციალისტის – ახალგაზრდა ამერიკელი ემილის ირგვლივ ვითარდება, რომელიც სამსახურის გამო პარიზში გადადის საცხოვრებლად. მთავარ როლს ლილი კოლინზი ასრულებს.