ჟიზელი ბუნებასთან კავშირის მიზეზად ყოველთვის მის ბავშობას ასახელებდა, ის ბრაზილიის პატარა ქალაქ ჰორიზონტანაში გაიზარდა, სადაც ახლო შეხება ჰქონდა ბუნებასთან. მისი 2004 წლის ვიზიტი ბარზილიის Xingu რეგიონში გადამწყვეტი აღმოჩნდა, მაშინ პირდაპირ ნახა პრობლემები, რომლებიც იქ მცხოვრებ ხალხს დაბინძურებული წყლის გამო ჰქონდათ.

GIsele Bundchen for Elle US July 2019 by Chris Colls

“ამ მომენტიდან ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. მას შემდეგ გარემოსა და სოციალური პრობლემების ადვოკატი ვარ. ბოლოსდაბოლოს ჩვენი გადარჩენა ამაზეა დამოკიდებული”. 2008 წელს ჟიზელმა და მისმა ოჯახმა ბრაზილიაში დაიწყო “სუფთა წყლის პროექტი” (“Projeto Água Limpa”).

“5 წლის მანძილზე 40 000 ხე დავრგეთ მდინარის სანაპირო ზოლზე და მიწას ვუვლიდით, სანამ ხეები მოძლიერდა,” ჟიზელის თქმით სწორედ ამან გააუმჯობესა მის მშობლიურ ქალაქში წყლის ხარისხი და ველური ბუნებაც.

სუპერმოდელის სახლი მინი-ეკოსისტემაა: საქათმეები, სკები, ბოსტნეულის ბაღები. “მინდოდა, ჩემს შვილებს ბუნებასთან კავშირის ის ბედნიერება გამოეცადა, რომელიც მე მქონდა ბავშვობაში.”

ჟიზელი UN Environment Programme-ის მშვიდობის ელჩია და სხვადასხვა მისია აქვს ბრაზილიასა და კენიაში. იანვარში ბრაზილიის აგროკულტურის მინისტრმა ტერეზა კრისტინა დიასმა ჟიზელს “ცუდი ბრაზილიელი” უწოდა მისი ბუნების დაცვის აქტივობების გამო. ჟიზელმა საპასუხო წერილში, რომელიც ბრაზილიურ პრესაში გამოქვეყნდა მიუთითა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ არეის განვითარებას მხოლოდ მოგებითვის გეგმავენ “განუზომელ მემკვიდროებას ექმნება საფრთხე ტყის არალეგალური გაჩეხვითა და საჯარო მიწაზე უნებართვი დასახლებით. დიახ, ეს ადამიანები არიან ‘ცუდი ბრაზილიელები’.”

პირველი ადგილი, სადაც ნაომი კემპბელმა შეერთებულ შტატებში ფეხი დადგა, ნიუ ორლეანსი იყო. წლების შემდეგ, როდესაც ქარიშხალმა კატრინამ ქალქას გადაუარა, ბევრი სხვა ადამიანივით საკუთარ თავს უსვამდა კითხვას თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. ნაომიმ შეძლო მოდის სამყაროს გაერთიანება და ნიუ იორკის მოდის კვირეულის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, IMG-ის მაშინდელი ხელმძღვანელი ტედი ფორსტმენი დაარწმუნა მისთვის Bryant Park-ში ადგილი გამოეყო. ასე შეიქმნა Fashion For Relief-ის პირველი შოუ. Fashion For Relief-მა შეძლო ფულის შეგროვება არაერთი ბუნებრივი კატასტროფისთვის, როგორებიცაა 2011 წლის მიწისძვრა და ცუნამი იაპონიაში და 2013 წლის ტაიფუნი ფილიპინებში.

Naomi Campbell for Elle US July 2019 by Chris Colls

როდესაც ნაომი პირველად მოხვდა ბრაზილიაში, გაფრთხილების მიუხედავად მაინც ეწვია ფაველას უბანს და იქ მცხოვრები ხალხი “ძალიან გამცემ, ძალიან მოსიყვარულე და არასახიფათო ხალხად” დაახასიათა. მსგავსი გამოცდილება ჰქონდა იორდანიაში სირიელ ემიგრანტებთან და ლესოტოში შიდსით დაავადებული ახალგაზრდა ქალებთან შეხვედრისასაც.

ნაომი ჩართულია #Togetherband კამპანიაში, რომელიც UN Foundation, Bottletop Foundation, UBS, Eco-Age, Project Everyone და TO.org -ს შორის შექმნილი პარტნიორობაა გაერთიანებული ერების 17 გლობალური მიზნისთვის, რომ შეიქმნას გადამუშავებადი პროდუქი. ნაომიმ TO.org-თან თანამშრომლობით მონაწილეობა მიიღო ინიციატივაში და გადაყრლი პლასტმასის ბოთლებისგან უგანდაში შეიქმნა საჯარო სააბაზანო და საზოგადო ცენტრი.

ნაომიმ ლინდა ევანჯელისტასთან და კრისტი ტარლინგტონთან ერთად დოუცენ კროსის ინიციატივით მონაწილეობა მიიღეს Knot On My Planet-ის ინიციატივაში კენიაში სპილოების დასაცავად. “აფრიკა ძალიან ახლაო ჩემს გულთან. კენიაშ ადგილი მაქვს და ტრაგიკული და ამაზრზენია იმის ცოდნა, რომ ადამიანები სპილოებს კლავენ და ანადგურებენ ამ კონტინენტის ბუნებასა და სილამაზეს. ბევრმა ადამიანმა გვთხოვა რომე რთად რაიმე პროეტქი გაგვეკეთებინა, თუმცა ეს ავირჩიეთ, რადგან ყველას საერთო გრძნობა გვაქვს ამ საკითხის მიმართ”.

დოუცენის შემთხვევაში, ყველაფერი მისი კენიაში ვიზიტის შემდეგ დაიწყო, სადაც სპილოების ბანაკი მოინახულა. კენიიდან დაბრუნების შემდეგ DNA Model Management-ის დამფუძნებელ დევიდ ბონუვრიერთან და მოდელ ტრიშ გოფთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა გამხდარიხო ბონუვრიერისა და გოფის ფონდის Knot On My Planet-ის ელჩი. “ადამიანები კვანძს (Knot) აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც არ დაავიწყდეთ, სპილოებს კი არაფერი ავიწყდებათ, თუმცა ჩვენ გვავიწყდება ისინი.”

Doutzen Kroes for Elle US July 2019 by Chris Colls

შემდეგ Knot On My Planet-მა Tiffany & Co., Loewe და Holt Renfrew-სთან ერთად საერთო პროექტები შექმნა. ფონდის სოციალური მედიის პრეზენტაციისთვის კროსმა ნაომი კემპბელი, კრისტი ტარლინგტონი და ლინდა ევანჯელისტა გააერთიანა. “ისინი ჩემი აიდოლები იყვნენ 90-იანებში! მათი ამ პროექტში ჩართვა და ტრიოს ერთ ფოტოზე ნახვა… გადაღებებზე მეც ვიყავი და საოცარი იყო. ამის გაკეთება ჩვენთვის და სპილოებისთვის, ამ ყველაფრის შესწრება დაუჯერებელი იყო.”. Knot On My Planet-მა დღემდე 8 მილიონი დოლარი შეაგროვა და სპილოების კრიზისის ფონდის ყველაზე დიდი დონორია (Elephant Crisis Fund გაერთიანებული ინიციატივაა Save the Elephants, Wildlife Conservation Network-სა და Leonardo DiCaprio Foundation-ს შორის). “არაჩვეულებრივი გრძნობაა იყო ხმა იმ ცოცხალი ორგანიზმებისთვის, რომელთაც ეს სხმა არ გააჩნიათ”

“სახლში პლასტმასის კოქტეილის ჩხირები არ გვაქვს. არც პლასტიური ჩანთები. მრავალჯერად სავაჭრო ჩანთას ვიყენებ. ჩემს ქმარს ვაგიჟებ, როდესაც შოპინგზე მიდის, ვეუბნები “ჩანთა წაიღე!”.” დოუცენს გარეთ საკუთარი შუშის კონტეინერი დააქვს ‘takeout’-ს ასაღებად და იმედი აქვს, მისი ორი შვილი მაგალითით ისწავლის, “ზოგჯერ საჭირო არ არის რაიმეს თქმა, უბრალოდ უნდა გააკეთო.”

ბუნების დაცვაში ანია რუბიკის როლი ოკეანეების სისუფთავისთვის ბრძოლაა. ანია ამ ყველაფერში მაშინ ჩაერთო, როდესაც აღმოაჩინა, რომ ყოველწლიურად ოკეანეში 8 მილიონი ტონა პლასტმასი იყრება და ეს დიდ საფრთხეს უქმნის ოკეანის ბინადრებს და საბოლოოდ ჩვენს პლანეტას.

Anja Rubik for Elle US July 2019 by Chris Colls

“ყოველთვის, როდესაც ოკეანეს ვუყურებთ, ჩვენს თვალში ის ზუსტად ისეთი ჩანს, როგორიც ადრე იყო და ვფიქრობთ რომ ყვეალფერი კარგად იქნება. ოკეანე მუდმივად აქ იყო უცვლელი ზედაპირით. მისი აშკარად დიდი ზომა ყოველთვის ის იყო, რაზეც ვტივვტივედბით, ვთევზაობდით და ზევიდან ვუფრენდით.” რუბიკმა რეალური ბრძოლა მაშინ დაიწყო, როდესაც 2016 წელს Parley for the Oceans ორგანიზაციას შეუერთდა.

ორგანიზაციას და ანიას სჯერა, რომ მიზანს მაშინ მიაღწევენ, როდესაც ხალხი უარს იტყვის პლასტმასის გამოყენებაზე და პირველი ნაბიჯი სულ მცირედის გაკეთებაც შეიძლება იყოს. “როდესაც სასმელის შეკვეთისას ის გაახსენდებათ, რომ უარი თქვან პლასტმასის ჩხირზე, შემდეგ შეძლებენ უარი თქვან პლასტმასის ჭიქაზეც და პლასტმასის ბოთლზეც. შემდეგ ის არის მთვაარი, რომ ხმა იმ პოლიტიკურ კანდიდატს მისცე, რომელიც ხედავს პლასტიკური დაბინძურების საფრთხეს და ხედავს იმას, რომ პლანეტა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ. ჩვენს პლანეტასთან ურთიერთობაში ფუნდამენტალური ცვლილება გვჭირდება. საჭიროა გავხდეთ თაობა, რომელმაც პლანეტა გადაარჩინა და ამის გაკეთებით საკუთარი თავიც გადაირჩინა.”

მსოფლიო ოკეანის დღეს გაერთიანებულ ერების კონფერენციაზე საუბრისას, ანიამ განაცხადა, რომ მოდა არის სფერო, რომელსაც შეუძლაი დიდი როლი იტაამშოს ამ აგდატრიალებაში. “ჩვენ ვართ ცვლილების ექსპერტები და გვაქვს უნარი შევქმნათ მძრაობა და ტრენდები იამზე სწრაფად, ვიდრე სხვა რომელიმე ინდუსტრიას მსოფლიოში. ეს ძალაუფლება უნდა გამოვიყენოთ, რომ მდგრადი განვითარება უბრალოდ ფრაზა აღარ იყოს.”

Tags :