საჩუქრის შერჩევის პროცესი ყოველთვის განსაკუთრებული და სასიამოვნოა, თუმცა არსებობს წელიწადის ერთი დრო, როდესაც საკუთარი თავისა თუ საყვარელი ადამიანების განებივრება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ახლა სწორედ ეს მაგიური და მღელვარებით აღსავსე პერიოდი გვიახლოვდება. ახალი წელი საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია და გამომდინარე იქიდან რომ არჩევანი უზარმაზარია, სასურველია მზადება დროულად დავიწყოთ, რათა ჩვენმა საახალწლო შოპინგმა გონივრულად ჩაიაროს და შერჩეული ნივთები სამუდამოდ იქცეს სასიამოვნო მოგონებების სიმბოლოდ.

ალბათ, არავის გააკვირვებს, თუ დავწერთ, რომ ოქროს სამკაული არის ერთ-ერთი პირველი, რაც განსაკუთრებულ საჩუქარზე საუბრისას გვახსენდება. ამ სტატიაში ბრიტანული ბრენდი, Ania Haie გვსურს წარმოგიდგინოთ.

ბრენდის სამკაულები დამზადებულია ეთიკური და მდგრადი გზებით მოპოვებული 14 კარატიანი ყვითელი ოქროთი. დაარსების დღიდან, Ania Haie -მ ჯერ ევროპელი, ხოლო შემდგომ, ამერიკელი მომხმარებელი ხარისხისა და დახვეწილი ფემინური დიზაინით მოხიბლა. Ania Haie -ს სამკაულების გამორჩეულობა, ბზინვარე ვიზუალიდან გამომდინარე, შეხედვისთანავე შესამჩნევია. კოლექციების გლუვი და ბზინვარე ზედაპირი, კანსაც კიდევ უფრო მეტ ბზინვარებას ანიჭებს.

ძვირფასი ხარისხისა და ელეგანტური დიზაინის ოქროს აქსესუარი არა მხოლოდ ახალი წლისთვის, არამედ ნებისმიერი გარემოებისათვის სასურველი საჩუქარია. თანაც ახლა, ეს უკანასკნელი არა მხოლოდ მარადიული სტილისა და მშვენიერების სიმბოლოა, არამედ – მომენტის ტრენდიც. თუ 2023 წლის მთავარი ტენდენციებისათვის თვალი არ გიდევნებიათ, გეტყვით, რომ წელს, ისე, როგორც არასდროს ახლო წარსულში, ტრენდული და მოთხოვნადია ჩუმი ფუფუნება, ე.წ. Quiet Luxury, რაც უპირატესობას ანიჭებს მინიმალისტურ სტილსა და სისადავეს, ძვირფას დახვეწილ ვიზუალს, რომელიც შექმნილია იმგვარად, რომ დროს გაუძლოს და თაობებსაც კი გადაეცეს. სწორედ ამ მახასიათებლებს ატარებს Ania Haie-ს კოლექციები. შესაბამისად, მისი შეძენით თქვენ არა მხოლოდ გონივრულ არჩევანს აკეთებთ, რადგან ეს არის ის, რაც წლების განმავლობაში დაამშვენებს თქვენს სტილს, არამედ მომენტის ტრენდსაც ეხმიანებით.

ხშირად, მინიმალიზმის ბუნებიდან გამომდინარე, ის შესაძლოა უბრალო, ან თუნდაც მოსაწყენი იყოს, თუმცა Ania Haie-ს 14 კარატიანი ოქროს კოლექციის სამკაულები გაფორმებულია ბუნებრივი ბრილიანტებით, თეთრი საფირონით, ოპალითა და ფირუზის ქვებით, ბრენდი იდეალურად აბალანსებს განსხვავებული ზომებისა და ფორმების სილუეტებს, რაც ერთიანობაში, მინიმალისტური სტილის მიუხედავად, თვალშისაცემ ეფექტს ქმნის. ეს კი, მშვენიერი კომბინაციაა მათთვის, ვისაც სურს სამკაული, რომელიც არ არის ზედმეტად ექსტრავაგანტული და გაზვიადებული, თუმცა გაოცებას მაინც მომენტალურად იწვევს.

Ania Haie-ს კოლექციების დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია ექსკლუზიურად საათებისა და სამკაულების მაღაზიათა ქსელში TI’ME-ში, ან მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე Time.ge. „თაიმი“ მუდმივად გვანებივრებს მაღალი ხარისხის გამორჩეული ბრენდებითა და სტილით, რომელიც დროს უძლებს.