ეისაპ როკის ფართოდ გავრცელებული პაპარაცული ფოტოები, რომლებზეც ის Bottega Veneta-ს სამოსსა და აქსესუარებს ატარებს, იტალიური მოდის სახლის ოფიციალური კამპანია გახდა.
იმისათვის, რომ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ლოს ანჯელესსა და ნიუ-იორკში გადაღებულ კადრებზე ბრენდს ლოგო ოფიციალურად გამოეტანა, Bottega Veneta-მ ნებართვა პოპულარული პლატროფმებისგან – Getty-სა და Backgrid-სგან მოიპოვა, რომლებზეც ფოტოები იყო განთავსებული.
ეისაპის პაპარაცული ფოტოები მოდის სახლის 2024 წლის წინა-საგაზაფხულო კამპანიის ნაწილია. ამერიკელმა არტისტმა ისინი თავის ინსტაგრამ პროფილზეც გამოაქვეყნა და დაურთო აღწერა, რომელშიც “Creative Trifecta”-დ მოხსენიებული კამპანიის გარდა, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისა და პაპარაცების ურთიერთობაზეც წერს.
“ისტორიის განმავლობაში, ფოტოგრაფებსა და სელებერითებს ყოველთვის უჩვეულო ურთიერთობა ჰქონდათ, ” – ვკითხულობთ პოსტის აღწერაში. “უფლებების მოპოვების და ტაბლოიდების მიერ გამოწვეული აურზაურის მხრივაც, ცნობილ ადამიანებსა და იმ ფოტოგრაფებს შორის, რომლებიც მათ დაყვებოდნენ და იღებდნენ, თითქოს კავშირი გაწყვეტილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სელებრითი თავად ურეკავს პაპარაცებს, სხვები შესაძლოა დაუპირისპირდნენ ფოტოგრაფებს. ძალიან ცოტას, მათ შორის მეც, პრობლემა არ გვაქვს, მთავარია კარგი კუთხიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნონ.”