პირველ მარტს მსოფლიო კინოეკრანებზე 2021 წლის კინო ჰიტად აღიარებული სამეცნიერო ფანტასტიკის, რეჟისორ დენის ვილნევის ფილმ Dune-ს მეორე ნაწილის პრემიერა შედგა. “სიქველში” კვლავ მონაწილეობენ პირველი ნაწილის მთავარი გმირები – ზენდეია და ტიმოთი შალამე. მათ გარდა სამსახიობო შემადგენლობაში ასევე ვხვდებით: რებეკა ფერგიუსონს, ფლორენს ფიუს, ლეა სეიდუს, კრისტოფერ უოლკენს, ოსტინ ბარლერს და ანია ტეილორ ჯოის.

Dune-ს მეორე ნაწილი უკვე იქცა 2024 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით, მისი ბილეთების გაყიდვებიდან მიღებულმა თანხის ოდენობამ $500 მილიონს მიაღწია. შემოსავლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთში დაფიქსირდა და $36 მილიონი შეადგინა, $32.8 მილიონით კი ჩინეთს დიდი ბრიტანეთი მოსდევს. აღნიშნული შედეგი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და Warner Bros.-ის და Legendary Entertainment-ის თანაპროდიუსერობითა და თანადაფინანსებით შექმნილი ფილმის პირველი ნაწილის წარმატებას აუმჯობესებს.