9 სექტემბერს დაანონსებული ახალი სამეცნიერო ფანტასტიკის – Dune-ის პირველი ტრეილერის პრემიერა შედგა.

ფილმში მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს, პარტნიორიბას კი, ახალგაზრდა თაობის კიდევ ერთი წარმატებული მსახიობი – Zendaya უწევს. Dune მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოების, მწერალ ფრენკ ჰერბერტის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის საკულტო რომანის „დიუნის“ ეკრანიზაციაა. კინოსურათის გადაღების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავრცელდა, ამჯერად კი, youtube-ზე, სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო მედიაგამოცემებში ფილმის პირველი ოფიციალური ტრეილერიც გამოქვეყნდა.

DUNE-ის რეჟისორი Blade Runner 2049-ის შემქმნელი, ოსკარის ნომინანტი დენი ვილნიოვია. კინოსურათის სამსახიობო შემადგენლობაში ასევე არიან: რებეკა ფერგიუსონი, ზენდაია, ჯეისონ მომოა, შარლოტა რემპლინგი და ჰოლივუდის სხვა ცნობილი სახეები.