Dries Van Noten
ბელგიელი დრის ვან ნოტენისთვის ტრადიციული პოდიუმი უბრალოდ ლუქბუქმა, ან ციფრულმა ჩვენებამ არ ჩაანაცვლა. მან პროფესიონალი მოცეკვავეები და მოდელები სცენაზე გააერთიანა და რეჟისორ კასპერ სეიერსენს გადააღებინა მინი ფილმი. “სცენაზე რაღაც განსაკუთრებული მოხდა. არავის სურდა უბრალოდ ლამაზი მოძრაობები შეესრულებინა, ყველას სურდა ემოციების გამოხატვა ცეკვის მეშვეობით.” ამბობს დიზაინერი.
Miu Miu
სრიალის და მთების მიმართ მიუჩია პრადას სიყვარულის შესახებ ყველამ იცის, ამიტომ არავის გაკვირვებია მიუ მიუს ახალი ჩვენების ლოკაცია – დოლომიტის ალპებში მდებარე კორტინა დამპეცო. “მახსოვს ახალგაზრდობა,” იხსენებს დიზაინერი, “როდესაც თბილოდა, სასრიალოდ საცურაო კოსტიუმებში დავდიოდით.”
Jil Sander
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ იაპონური კომპანია, Onward Holdin ჯილ სანდერს მარნისა და მარჟიელას მფლობელ კომპანიას მიჰყიდდა. ახალი კომპანიის მმართველობის ქვეშ, ლუსი და ლუკ მეიერები კვლავ რჩებიან კრეატიულ დირექტორებად.