17 აგვისტოს დრეიკმა ლოს ანჯელესში კონცერტი გამართა, რომლის მსვლელობისას მსმენელს მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთა, მან ერთ-ერთ ფანს Hermès-ის ვარდისფერი Birkin-ის ჩანთა აჩუქა. გარდა იმისა, რომ Birkin ყველაზე ძვირადღირებული ჩანთაა, მოდელის შოვნა საკმაოდ რთულია. ეს კონკრეტული მოდელი 30 ათას დოლარზე მეტი ღირს.
ჩანთის ფანისათვის ჩუქების მომენტი TikTok-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და არაერთი ონლაინ მედია გამოცემის ყურადღება მიიპყრო.