Dior ერთ-ერთი ის ბრენდია, რომელიც თავის მოვლის პროდუქტებითა და დეკორატიული კოსმეტიკის ხაზით გამოირჩევა. სწორედ Dior-ს ეკუთვნის ისეთი ბესტსელერი სუნამოები, როგორებიც არის: Miss Dior, J’Adore და Sauvage. Dior ე.წ. Beauty მიმართულებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის – ბრენდმა ამჯერად Baby Dior-ის ხაზით ბავშვებისათვის განკუთვნილი სუნამო გამოუშვა. Bonne Étoile – ასე ჰქვია სუნამოს, რომელზეც ცნობილმა პარფიუმერმა, ფრენსის კურკჯიანმა (Francis Kurkdjian) იმუშავა. სუნამო არ შეიცავს ალკოჰოლს და მის სურნელში ერთ-ერთი წამყვანი არომატი ატამია. Bonne Étoile-თან ერთად Dior-მა კანის მოვლის ნაკრებიც წარადგინა.

Bonne Étoile-ის შემქმნელი პარფიუმერი Dior-ს 2021 წელს შეუერთდა. სწორედ ფრენსის სახელს უკავშირდება წარსულში გამოშვებული ისეთი სუნამოები, როგორიც არის Jean Paul Gaultier-ის Le Male. 

Bonne Étoile-ის ფასი 230 დოლარია, ხოლო თავის მოვლის ნაკრების – 95 დოლარი.