WWD-ს გავრცელებული ინფორმაციით, Dior-ის სუნამო “Gris Dior”-ს რეკლამას უწევენ: ჯენა ორტეგა, მაია ჰოუკი, ჯოზეფ ქვინი და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები. როგორც მოდის სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ისინი “ახალი თაობის ნამდვილ მულტიკულტურულ კერპებს წარმოადგენენ.” კამპანიისთვის შვიდი არტისტი შვედმა ფოტოგრაფმა მიკაელ იანსონმა გადაიღო.

Jenna Ortega, Thuso Mbedu, Maya Hawke, Joseph Quinn, Fai Khadra, Liu Yu Xin, Oreselan
© WWD

ათი წლის წინ გამოშვებული ეს გენდერ ნეიტრალური სუნამო Dior-ის Privée კოლექციის მთავარ საყრდენად მიიჩნევა. მოდის სახლის მიერ ის დახასიათებულია, როგორც ამოუცნობი სურნელი, რომელიც პიროვნულობის ყველაზე იდუმალ და მამაც ნიუანსებს ავლენს.

კამპანიის ფოტოების Dior-ის პლატფორმებზე ეტაპობრივად გავრცელება დღეიდან დაიწყო. მოგვიანებით გამოქვეყნდება ფილმიც, რომელშიც შვიდივე ტალანტს ვიხილავთ. ისინი მონაწილეობას ასევე მიიღებენ გამოფენა “Dare in Gris Dior The Grey Zone”-ში, რომელიც 11-დან 16 აპრილის ჩათვლით ლოს ანჯელესის ფოფ-აფ გალერეაში მოეწყობა.