
მუმბაიში გამართული გრანდიოზული წინა-საშემოდგომო ჩვენების შემდეგ, Dior ახალ მიმართულებას ასახელებს. 20 მაისს, მაღალი მოდის ფრანგული ბრენდი 2024 წლის კრუიზ ჩვენებას მექსიკაში, მეხიკო სითიში გამართავს.
მარია გრაცია ქიური, დიორის კრეატიული დირექტორი, განაგრძობს ადგილობრივ ხელოვანებთან კოლაბორაციას და ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვიხილავთ მექსიკური კულტურის ნაწილს პოდიუმზე.
“ამაღელვებელი დიალოგის მეშვეობით, ჩვენი კრეატიული დირექტორი წარმოაჩენს მექსიკის აღსანიშნავ ფიგურებს, რომლებიც დიორის სახლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლებს თამაშობდნენ დაარსების დღიდან,” ნათქვამია ბრენდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქიურიმ მექსიკასთან ერთგვარი ხიდი დიორისთვის ჯერ კიდევ 2019 წელს დაამყარა, მაშინდელი კრუიზ კოლექციით, რომლის ჩვენებაც Domaine de Chantilly-ში, საფრანგეთში გაიმართა. ჩვენებაში მონაწილეობა მექსიკელმა როდეოს მოჯირითეებმა მიიღეს, თუმცა ღონისძიება ყველას იმით დაამახსოვრდა, რომ ჩვენების დროს ნახევრად ღია სივრცეში ძლიერი წვიმა წამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ შარშან კრუიზ კოლექცია ბრენდმა სევილიაში, ესპანეთში გამართა, ხოლო 2021 წელს კი ათენში, საბერძნეთში. აღნიშნული ბრენდისთვის პირველი ფიზიკური ჩვენება გახდა მას შემდეგ, რაც 2020 წელს პანდემია დაიწყო. ამასთან, ეს არ იქნება პირველი ჩვენება, რომელსაც LVMH-ის მფლობელობაში მყოფი ფრანგული ბრენდი ლათინურ ამერიკაში გამართავს. 1954 წელს, კრისტიან დიორმა მექსიკაში თავად გამართა კოლექციის პრეზენტაცია.