გასულ წელს ტრევის სკოტი გახდა პირველი მუსიკოსი, რომელმაც ფრანგული მოდის სახლისთვის სრული კოლექციის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. “დიალოგი ორ მეგობარს, ორ კულტურას და ორ განსხვავებულ ერას შორის,” – ვკითხულობდით Dior-ის ოფიციალურ განცხადებაში. “ამერიკაში დიორის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ტექსასი იყო, ლოს-ანჯელესზე მეტადაც უყვარდა, აქედან გაჩნდა ტრევისთან თანამშრომლობის იდეა, ის ჰიუსტონში, ტექსასში დაიბადა, ” – განმარტავდა ბრენდის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი დირექტორი, კიმ ჯონსი 2021 წლის ივნისში.
ახლა ცნობილი ხდება, რომ კოლაბორაციის ჩვენებიდან 6 თვის თავზე, Dior კოლექციის გაყიდვაში გამოშვებას გაურკვეველი ვადით აჩერებს. მიზეზი კი, ნოემბერში, ამერიკელი რეპერის კონცერტზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევაა.
შეგახსენებთ, რომ Astroworld-ის ფესტივალის გახსნაზე, ტრევის სკოტის გამოსვლისას ჭყლეტას 10 ადამიანი ემსხვერპლა.