2 დეკემბერს დემნამ Balenciaga-ს 2024 წლის შემოდგომის სეზონის კოლექცია წარადგინა. შოუ ლოს-ანჯელესში გაიმართა და მას არაერთი ვარსკვლავი ესწრებოდა. კოლექცია დემნას ესთეტიკისთვის დამახასიათებელი ექსპერიმენტული სილუეტებით გამოირჩეოდა. ჩვენების დასამახსოვრებელი მომენტებიდან აღსანიშნავია პოდიუმზე Cardi B-ის მოდელის ამპლუაში გამოჩენა. ასევე უნდა აღინიშნოს კოლექციის ერთ-ერთი მთავარი მოდელი – სნიკერი სახელწოდებით 10XL, რომელიც დიდი ზომით გამოირჩევა. 

იხილეთ დეტალები Balenciaga-ს 2024 წლის შემოდგომის სეზონის ჩვენებიდან: