სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრია ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება. დროდადრო აქტუალური ხდება უამრავი ახალი ბრენდი და პროდუქტი. ბაზარზე არსებული მრავალფეროვნება, მღელვარებასთან ერთად, დაბნეულობასაც იწვევს. ზოგჯერ, უბრალოდ ვფიქრობთ, ნამდვილად გვჭირდება ბევრი ბრენდი ჩვენს ყოველდღიურ  რუტინაში?  ამ სტატიაში გვსურს მოგიყვეთ ბრენდზე, რომლის აღმოჩენის შემდეგ, თქვენი სილამაზის რუტინის სრულყოფისათვის აღარ დაგჭირდებათ ათეულობით განსხვავებული ბრენდი.

საქართველოში “Delfy Cosmetics”-ის პირველი მაღაზია 2017 წელს გაიხსნა. მას შემდეგ, ბრენდი კოსმეტიკისა და თავის მოვლის მოყვარულებს, ევროპული სტანდარტებით წარმოებულ, მაღალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. “Delfy Cosmetics” ფეხდაფეხ მიჰყვება სილამაზის ინდუსტრიაში არსებულ ტრენდებს და პასუხობს ქალების ყველა საჭიროებას.  ბრენდის დახვეწილი და მრავალფეროვანი კოლექციები დამზადებულია თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

ყველა პროდუქტი იწარმოება საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის წამყვან ქარხნებში, რაც მომხმარებელში სანდოობის განცდას აჩენს.  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებების შეძენისას, ვიზუალურ ეფექტთან ერთად, მთავარი კრიტერიუმი ჯანმრთელობისათვის უვნებელი პროდუქტების არჩევაა. “Delfy Cosmetics”-ის სერტიფიცირებული პროდუქცია კი, ამ გარანტიას იძლება. აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ ბრენდი კოლექციებს არ ტესტავს ცხოველებზე და ამ მხრივაც ეთიკურ და მდგრად მიდგომებს ამჯობინებს.

სიახლეს არავისთვისაა, რომ იდეალური მაკიაჟი კანის მოვლით იწყება.  “Delfy Cosmetics” -ის კანის მოვლის ხაზი მრავალფეროვნებით გამოირჩევა და გვთავაზობს, როგორც ინტენსიურ დამატენიანებელ კრემებს, აგრეთვე ანტი-ასაკობრივ, გამაჯანსაღებელ შრატებს, სახის სკრაბებსა და ნიღბებს.  “Delfy Cosmetics” -ის კანის მოვლის ხაზი დაგეხმარებათ დეკორატიული კოსმეტიკის შესაძლებლობები და ეფექტი კიდევ უფრო სრულყოფილად წარმოაჩინოთ.

რაც შეეხება დეკორატიულ კოსმეტიკას, Delfy Cosmetics-ში, წელიწადის ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერი გარემოებისათვის შეიძენთ თქვენთვის სასურველ პროდუქციას. ახლა ზაფხულია, ამიტომ არ გაგიკვირდებათ, თუ გირჩევთ ბრენდის მბზინავ ტუჩსაცხებს, ჰაილაითერებს, ფერად გელ-ლაქებს, სახის ბლაშებსა და სკულპტორებს, აგრეთვე – ბუნებრივი დაფარვის ტონალურ კრემებს. 

თუ ჯერ კვლავ არ აღმოგიჩენიათ Delfy Cosmetics-ის მრავალფეროვანი კოლექციები,  ბრენდის პროდუქციის სრულად დასათვალიერებლად და შესაძენად ეწვიეთ ოფიციალურ გვერდებს:

Website: Delfycosmetics.ge

Facebook: Delfy Georgia

Instagram: Delfy Cosmetics Georgia

Tags :