35 წლის მირა კარვალო, რომელმაც ჰარი სტაილსს ერთ თვეზე ნაკლებ დროში 8000 ბარათი გაუგზავნა, დაკავებულია. “სტალკერს” თავისუფლების აღკვეთა 14 დღით მიესაჯა. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც ქალს 10 წლის განმავლობაში უკრძალავს ყველა იმ ღონისძიებაზე დაწრებას, რომელზეც მომღერალი წარსდგება. ასევე მასთან ნებისმიერი სახის პირდაპირ თუ არაპირდაპირ კონტაქტს.

ჰარი სტაილსი Gucci-სთვის

როგორც სასამართლო მოსმენაზე გაჟღერდა, ეროვნებით ბრაზილიელი კარვალო ბრიტანეთში ყოფნისას სტაილსს ხელნაწერ წერილებს უგზავნიდა. გარდა ამისა, მისთვის ონლაინ უკვეთავდა ბარათების სერიებს, რომლებიც მომღერლის საცხოვრებელ მისამართზე იგზავნებოდა. გაგზავნილი 8000 ბარათიდან რამდენიმე საქორწილო იყო, ორი წერილი კი პირადად ჰქონდა მისამართზე მიტანილი, აღნიშნულია პროკურორის განცახდებაში.