თანამედროვე სამყაროში, თავისუფლების ცნება უმნიშვნელოვანესია – არჩევანის, აზრის გამოხატვის, რელიგიისა, თუ სახელმწიფოებრივი თავისუფლების გარეშე, განვითარება შეუძლებელია. ყველაფერი შინაგანი განწყობით იწყება, ჩვენი პირადი თავისუფლება ბიძგს აძლევს მოვლენებს, რომლებსაც შეუძლიათ გლობალური ცვლილებები გამოიწვიონ.
ყველაფერი იწყება ერთი ადამიანით. თითოეულ ჩვენგანს აქვს შანსი ჩაუყაროს საფუძველი რაღაც დიდს, მასშტაბურს. ისტორია ამას ადასტურებს. აკეთო ის, რისიც გჯერა და რაც სწორია, გათავისუფლებს. ჭეშმარიტი თავისუფლება ზუსტად ამაში მდგომარეობს, ხოლო ყოველი დღე გაძლევს ამისთვის ახალ შანსს. Შენ შეგიძლია შთააგონო საკუთარი თავი და ადამიანები შენს გარშემო, მთავარია მოინდომო, მთავარია გჯეროდეს – თავისუფლების, როგორც ახალი რელიგიის.
ქართული სულითა და ფასეულობებით გაჟღენთილი ბრენდის, CROSTY-ის ყოველი ახალი ნაბიჯი, კამპანია, თუ პროდუქტი, მსგავს ისტორიებს გვიყვება. ის მოგვიწოდებს, შთაგვაგონებს ვირწმუნოთ საკუთარი თავისა და შესაძლებობების. ეს რწმენა კი, უდიდეს ძალას გვაძლევს საიმისოდ, რომ თავდაჯერებულობით და ბრძოლისუნარიანობით, სამყარო შევცვალოთ.
ბრენდის უახლესი კამპანიის სლოგანია “წამოიწყე შენი რევოლუცია”. Მისი უმთავრესი იდეები ახალგაზრდული სულისკვეთება და დამოუკიდებლობისათვის თავდადებული ბრძოლის სურვილია. კამპანიის Მთავარი გმირები ახალი თაობის წარმომადგენლები არიან. მათი უნიკალურობა სწორედ მოძველებულ ნორმებთან შეუგუებლობაში მდგომარეობს, რასაც ბრენდი ნათლად უსვამს ხაზს. ისინი მოგვიწოდებენ გვქონდეს პროგრესული აზროვნება, ვიყოთ ტოლერანტულები, გვიყვარდეს საკუთარი თავი და გარშემომყოფები, ისეთები, როგორებიც არიან და ვირწმუნოთ თავისუფლების, წამოვიწყოთ ჩვენი საკუთარი რევოლუცია. მართლაც, პირველ რიგში, ჩვენ თავად უნდა გავხდეთ იმ ცვლილებების საწყისი, რომელთა ნახვაც გვსურს მსოფლიოში.