ქართული სნიკერების ბრენდი, Crosty ახალი მაღაზიის გახსნისთვის ემზადება. Სიმბოლურად, გახსნის თარიღი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღს – დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა.

Crosty შთაგონებულია საქართველოთი და ქვეყნის საინტერესო ისტორიით, რომელშიც უმნიშვნელოვანეს როლს თავისუფლებისთვის ბრძოლა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, თავისუფლება ბრენდის მთავარი ღირებულებაა და ლოგიკურია, რომ ახალი ეტაპი “ქროსთის” ისტორიაში სწორედ ამ დღეს დაიწყება. 

Crosty Dro Sneakers

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი საკმაოდ ახალგაზრდაა, უმაღლესმა ხარისხმა და საინტერესო დიზაინმა, საქართველოს ფარგლებს გარეთ, დიდი ინტერესი განაპირობა. Crosty-ის სნიკერების საერთაშორისო მომხმარებლებს შორის შეხვდებით ისეთ სელებრითებსა და ათლეტებს, როგორებიც არიან: Steph Curry, Klay Thompson, Cindy Bruna, Patrick Schwarzenegger და ა.შ. 

Cindy Bruna in Crosty Onda Sneakers

“თავისუფლება  არის ის მთავარი ღირებულება, რაზეც “ქროსთია” აგებული. Crosty ადამიანებს თავისუფლებისკენ სწრაფვას შთააგონებს. Სწორედ ამიტომ, ჩვენი კონცეპტუალური მაღაზიის გახსნის თარიღად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შევარჩიეთ – დღე, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მუდმივ ბრძოლას თავისუფლებისთვის.” – ამბობს გიორგი მიქაია, ბრენდის დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 

(c) Crosty Dro Sneakers

ახალი კონცეპტუალური მაღაზია პეტრიაშვილის 1-ლ ნომერში, “ღვინის ქარხანა N1”-ის შენობაში 200 კვ.მ.-ზე განთავსდება. Პროექტი გასცდება მაღაზიების ტრადიციულ ფორმატს და ადამიანებს შოპინგის ახალ გამოცდილებას შესთავაზებს. Მაღაზიის ტერიტორიაზე განლაგებული იქნება საგამოფენო სივრცეც, სადაც Crosty-ის მხარდაჭერით,  ქართველი ხელოვანების ნამუშევრები იქნება გამოფენილი. 

Crosty Onda Sneakers

მაღაზიის ინტერიერი, ისევე, როგორც ბრენდის სნიკერების დიზაინი, მინიმალისტური, ურბანული და თანამედროვეა – ინდუსტრიული ჭერი, ნათელი ფერები და საინტერესო განათება. ამ ყველა დეტალის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Crosty-ის მაღაზიის სახით, თბილისს კიდევ ერთი ახალი ორიგინალური ადგილი შეემატება.