სილამაზის და თავის მოვლის ამერიკული კომპანია, Coty კიმ კარდაშიან-ვესთის სილამაზის ბრენდის 20% – ს 200 მილიონ დოლარად შეიძენს. სიახლე კომპანიის წარმომადგენლებმა ორშაბათს გაავრცელეს. შეთანხმებით ცნობილი ხდება, რომ კიმის კოსმეტიკური ხაზის ღირებულება მილიარდი დოლარია.
რეალითი შოუს, “Keeping Up with the Kardashians”-ის ვარსკვლავმა KKW Beauty 2017 წელს შექმნა, მას შემდეგ, რაც კარდაშიანების ოჯახის უმცროსმა წევრმა, კაილი ჯენერმა კოსმეტიკური ბრენდით კომერციულ წარმატებას მიაღწია.
გასულ წელს Coty – მ კაილის ბრენდშიც შეიძინა საკონტროლო წილი.
ახალ მსხვილ შენაძენებს Coty – ს გუნდშიც ცვლილებები მოჰყვა. კომპანიამ გენერალურ დირექტორად Sue Nabi დანიშნა. სუს შთამბეჭდავი კარიერა ცხადყობს, რომ ის 9 მილიარდიანი კომპანიისთვის ღირსეული ლიდერია. 20 წლის განმავლობაში, Sue Nabi ლორეალის აღმასრულებელი დირექტორი იყო. გარდა ამისა, ის Lancome – ს პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებდა.