ფრანგულმა მოდის სახლმა Coperni-მ ინდუსტრიას არაერთხელ დაუმტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და კრეატიული ბრენდია. მის კოლექციებში არერთხლ ვიხილეთ მეცნიერების, ტექნოლოგიის და ვიზუალური ხელოვნების საინტერესო გადაკვეთა. ამჯერად ბრენდი პარიზის მოდის კვირეულის შემოდგომის სეზონზე ახალი კოლექციის წარსადგენად ემზადება. საინტერესოა ის, რომ ჩვენების გასამართად Coperni-მ პარიზის დისნეილენდი აირჩია.

როგორც ცნობილია, ჩვენებისათვის ადგილი თავად ბრენდის დამფუძნებლებმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელებმა – სებასტიენ მეიერმა და არნო ვაილანმა შეარჩიეს.
Coperni ახალ კოლექციას პარიზის დისნეილენდში 1-ელ ოქტომბერს წარადგენს.