2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მომენტის შექმნა Coperni-ის უკავშირდება, როდესაც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენების ფინალში ბელა ჰადიდის სხეულზე შესხურებულმა სპრეიმ კაბის სახე მიიღო. შოუდან დაახლოებით ორ კვირაში ბრენდის ჩანთა “Swipe”-ის სარეკლამო კამპანია გავრცელდა, რომელსაც რეკლამას არა რომელიმე ტოპ მოდელი ან სელებრითი, არამედ მცირეწლოვანი ბავშვები უწევენ, რომლებმაც ფოტოგრაფ ოლივერ ჰედლი ფირჩის წინაშე ჩანთის მინი და დიდი ზომის ვერსიებთან იპოზიორეს.

“Coming of Age” კამპანიის სახელწოდებაა და მასში მონაწილეობას იღებენ: კობი, ითანი და ისლა. სთაილინგზე ჰელენა ტეჯედორმა იმუშავა

“Swipe” 2013 წელს სებასტიენ მეიერისა და არნო ვაილანის დაარსებული ბრენდის ყველაზე ცნობილი დიზაინია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ის Coperni-ის ბესტსელერ პროდუქტად იქცა.

მისი დიზაინი 2019 წელს შეიქმნა და პოპულარობაც მალევე მოიპოვა. დუა ლიპა, კაილი ჯენერი, დოჯა ქეთი – იმ ცნობილი ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ამ ჩანთით საზოგადოებაში გამოჩენილან.