ლეგენდარული ბრიტანელი ვიზაჟისტი შარლოტ ტილბური, Charlotte Tilbury-ს დამფუძნებელი, ბრენდს აფართოვებს. სიახლე ახალი აპლიკაციის ჩაშვების შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
მობილური აპლიკაცია სახელწოდებით Charlotte Tilbury: Easy Beauty For You მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ ონლაინ გამოცდილებას, სადაც ყველა შეძლებს იპოვოს საკუთარი სასურველი ტონალური კრემის ფერი, იხილონ, თუ ზუსტად როგორ შეიქმნა ამა თუ იმ სელებრითის ლუქი წითელი ხალიჩიდან, ისევე, როგორც ზოგადი საინტერესო ტუტორიალი, შეიძინოს პროდუქტები და დაჯავშნოს პირადი კონსულტაცია წამყვან პროფესიონალთან.
“ეს აპლიკაცია ხელოვნებასა და ტექნოლოგიას აერთიანებს,” აღნიშნა WWD-სთან საუბარში კომპანიის განვითარების ხელმძღვანელმა, კორინ საჩიმ, “გამოცდილება ყველასთვის პერსონალური იქნება, თითქოს ყოველი მომხმარებელი შარლოტის მაკიაჟის სკამზე ზის პირისპირ და ის თავად აძლევს მათ რჩევებს.”
აპლიკაციის ჩაშვება ახალი ტუჩსაცხის ჩაშვების პარალელურად მოხდა – Airbrush Flawless Lip Blur თხევადი ტუჩსაცხის ხაზში 8 ახალი ფერია და მისი ფასი 35$-ია. აღნიშნული პროდუქტის სახე ბელა ჰადიდია, რომელიც ბრენდს, როგორც მუზა, მარტში შეუერთდა.