2024 წლის 2 იანვარს Chanel-მა ბრენდის ერთ-ერთი ბესტსელერი სუნამოს – CHANCE-ის ახალი რეკლამა წარადგინა. Chanel-ის სუნამოების ხაზისათვის დამახასიათებელი ფერადი და დინამიკური ესთეტიკის სარეკლამო ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი სახე ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანია.
ახალი კამპანია CHANCE-ის ოთხ სურნელს ეძღვნება და ვიდეოს მთავარი გმირების ამპლუაშიც ოთხ მოდელს ვხედავთ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელი მატილდა გვარლიანისათვის საკმაოდ წარმატებული იყო. ქართველი მოდელი Gucci-ის სათვალეების სარეკლამო კამპანიის სახე გახდა. ამასთან ერთად, ის არაერთი ცნობილი მოდის სახლის ჩვენებაზე ვიხილეთ.