
CELINE-მა ახლახან 2023 წლის ზაფხულის სეზონისათვის ტენისის კაფსულა კოლექცია დააანონსა. მოდის სახლმა სიახლე წარადგინა ფოტო კამპანიით, რომელიც სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ სენ-ტროპეშია გადაღებული.
კოლექცია ტენისის ქვედაბოლოებს, პოლო მაისურებს, მოსაცმელებს და თამაშისათვის განკუთვნილ სხვადასხვა აქსესუარს აერთიანებს. კოლექცია ასევე მოიცავს სნიკერების სხვადასხვა მოდელს.
გარდა ტენისის სათამაშო აქსესუარებისა, კოლექცია ასევე აერთიანებს სათვალის მოდელებს, ჩანთებს, ქამრებს.
იხილეთ CELINE-ის ტენისის კაფსულა კოლექციის კამპანია:




