Celine-მა ახალი ფიტნეს თემატური ხაზი წარადგინა.  კოლექცია პილატესის აღჭურვილობას აერთიანებს. მათ შორის არის ჩანთა, წყლის ბოთლი, იოგას მატი, ჰანტელები და პილატესისათვის განკუთვნილი სპეციალური ფიტნეს მოწყობილობა. კოლექცია ფიზიკურად ხელმოსაწვდომი 2024 წლის ოქტომბრიდან იქნება.

Celine-მა კოლექციის წარსადგენად კამპანიაც გამოაქვეყნა, რომლის სახე კაია გერბერია. კამპანიის შემოქმედებითი ხელმძღვანელი და ფოტოგრაფი ედი სლიმანია.

იხილეთ კოლექციის ფოტოები: