მოდა ბუნებრივად მიდრეკილია მრავალფეროვნებისაკენ. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული საზღვრები, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებებს. ასეთ დროს, რისკზე წასვლა არავის სურს – ბრენდების და ვარსკვლავების უმრავლესობა უსაფრთხო არჩევანს აკეთებს. კლასიკური შავი, ან თეთრი, ხასხასა წითელი, ლურჯი, იასამნისფერი, ან პირიქით, ნეიტრალური ფერები – პრესტიჟული ღონისძიებების ფერთა არჩევანი, ხშირად, საკმაოდ პროგნოზირებადია. იგივეს თქმა არ შეგვიძლია კანის 2022 წლის კინოფესტივალზე.


კანის კინოფესტივალი 2022

ბრენდი: Valentino


კინოფესტივალი რამდენიმე დღეა გაიხსნა, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა კანში ვარდისფერია ყველაზე მოდური. რაც რა თქმა უნდა, ვალენტინოს დამსახურებაა. მას შემდეგ, რაც ბრენდის შემოქმედებითმა დირექტორმა, პიერპაოლო პიჩოლიმ 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა, ვარდისფერი მომენტის ტრენდად იქცა.