Calvin Klein-მა 2023 წლის შემოდგომის კამპანია წარადგინა. ახალ კამპანიაში, ბრენდის რჩეულ სახეებთან ერთად, ისეთი ვარსკვლავებიც ვიხილეთ, რომლებიც Calvin Klein-ის კამპანიებთან არ ასოცირდებოდნენ. Blackpink-ის ჯენის, Jung Kook-ს და კენდალ ჯენერს, ამჯერად, Euphoria-ს ალექსა დემი და Kid Cudi შეუერთდნენ. 

Calvin Klein ყოველთვის განსხვავდებოდა კამპანიების შემადგენლობითა და მინიმალისტური ესთეტიკით, ეს ხედვა ბრენდის ახალ ეპოქაშიც შენარჩუნებულია. CK-ის სარეკლამო ვიზუალები – ვიდეოები და ფოტოები  Inez & Vinoodh-ის რეჟისორობით და შემოქმედებითი ხელმძღვანელობით არის გადაღებული.

უახლესი კამპანია გამოკვეთს არა მხოლოდ კოლექციას, არამედ მისი წარმდგენი სახეების რეალურ ხასიათსა და ადგილს თანამედროვე პოპ კულტურაში. ფოტოები და ვიდეოები ვარსკვლავების რეალურ პერსონებზეა დაფუძნებული, რაც კამპანიის ავთენტურობას და ბუნებრიობას განაპირობებს.

იხილეთ Calvin Klein-ის 2023 წლის შემოდგომის კამპანია: