ბრიტანული მოდის საკულტო ბრენდმა სათვალის ხაზის ახალი სარეკლამო კამპანია გამოაქვეყნა, რომელსაც იტალიელი სუპერმოდელი, მარიაკარლა ბოსკონო უწევს რეკლამას. ახალ კამპანიაში, მარიაკარლა ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფის, დავით გიორგაძის ობიექტივში პოზირებს.
Burberry Eyewear– შემოდგომა/ზამთარი 2020. გიორგაძე უკვე რამდენიმე სეზონია, რაც რიკარდო ტიშის ხელმძღვანელობით, Burberry -სთან თანამშრომლობს.
2019 წელს, დავით გიორგაძე ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ 100 ყველაზე ინოვაციური და შთამაგონებელი ახალგაზრდა ტალანტის სიაში მოხვდა. “დავითი ცნობილია ფოტოგრაფიისა და კოლაჟების ნახატებთან და სკულპტურებთან კომბინირებით” – ვკითხულობთ ბრიტანული მოდის საბჭოს ოფიციალურ საიტზე – “მისი შემოქმედება პერსონაჟების შესწავლას ეფუძნება. ის იკვლევს მათ კულტურასა და სენსიტივებს, აძლევს ხმას და ხილვადობას ანიჭებს პერსონებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია”.