გუშინ, ლოს-ანჯელესში, გრემის 63-ე დაჯილდოვება გაიმართა. კორეული ჯგუფი BTS წელს ნომინირებულია საუკეთესო პერფორმანსის კატეგორიაში სინგლისთვის “Dynamite”. ჯგუფის წევრები – Jungkook, J-Hope, V, RM, Jin, Suga და Jimin წითელ ხალიჩაზე ვირჯილ აბლოს ლუი ვიტონის კოსტიუმებში გამოჩნდნენ. ბოიბენდის სტილის ევოლუცია საკმაოდ საინტერესოა, რამდენიმე სეზონის წინ, ისინი ღონისძიებებზე გადატვირთულ გუჩის ლუქებში ჩნდებოდნენ, ხოლო ახლა აშკარად მინიმალისტურ ლუქებს ანიჭებენ უპირატესობას. ამის დასტური მხოლოდ აბლოს ლუი ვიტონი არ არის, მომღერლებს ხშირად ვხედავთ ბოთეგა ვენეტასა და სან ლორანის კოსტიუმებშიც.
